Робота для біженців з України
სახანძრო სპეციალური ტექნიკის მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო სპეციალური ტექნიკის მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სახანძრო სპეციალური ტექნიკის მძღოლის პოზიციაზე (კამაზის ტიპის სახანძრო ავტომობილი) ბათუმის ნავთობტერმინალის ობიექტზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სახანძრო სპეცმანქანის მართვა და მუდმივ მზადყოფნაში შენარჩუნება
** სახანძრო უსაფრთხოების ჯგუფთან თანამშრომლობა
** ტექნიკის ყოველდღიური შემოწმება (ზეთი, წყალი, საწვავი, საბურავები, ტუმბო და ძირითადი სისტემები)
** საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობა ადგილზე მყოფი ინსტრუქციების შესაბამისად
** ავტოსატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია (სავალდებულო)
** დიდი ზომის/სპეცტექნიკის მართვის გამოცდილება
** სასურველია მძიმე ტექნიკის ან სახანძრო მანქანის მართვის გამოცდილება

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა
** სასურველია ბათუმში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 1 სამუშაო დღე / 3 დასვენება (24 საათიანი ცვლა — დილიდან დილამდე)
** ანაზღაურება: 800 ლარი თვეში
** დღეში 1-ჯერადი კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფილია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599143951
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე