|
დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ფაინ თრი ტერმინალი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
სასაწყობო მეურნეობის ბიზნეს ოპერატორი "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე:
მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება: მიღებული ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია და პროგრამული ასახვა.
** საბანკო და სალარო ოპერაციები: საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.
** ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა: კომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზუსტი ასახვა პროგრამაში.
** ანგარიშების მოწესრიგება: ბუღალტრული ანგარიშების დაზუსტება და "თვის დახურვის" პროცესში მონაწილეობა.
** RS.GE პორტალთან მუშაობა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
** საგადასახადო დეკლარაციები: დეკლარირების პროცესში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება (საშემოსავლო, დღგ და ა.შ.)
** საწყობიდან გასაწერი პროდუქციის დოკუმენტაციის გაფორმება
** ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება.
** დოკუმენტაციის კორექტირება, დავალიანებების დოკუმენტაციის კონტრაგენეტებისთვის მიწოდება.
** ნაშთების მონიტორინგი.
** დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
** პროგრამული ცოდნა: ORIS-ში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
აუცილებელია 1C პროგრამების ცოდნა.
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო განაკვეთი - სრული 9:00-18:00 სთ;
შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება;
ხელფასი: 1200-1500 ლარი (ნეტი) (კვალიფიკაციის მიხედვით)
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com (საგნის ველში მიუთითეთ "ბუღალტრის თანაშემწე")
|
|
|
|