Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699943&print=yes&view=jobs
 
სპა მენეჯერი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა მენეჯერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public SPA. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველ დღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდეს და ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს სპა ცენტრის ნამდვილ ლიდერს — Spa Manager-ს.

სამუშაო მოვალეობები:

** სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** გუნდის დაკომპლექტება, მართვა და თანამშრომლების პროფესიული განვითარება;
** საერთაშორისო ქსელ Ensana-ს ბრენდის სტანდარტების გაცნობა, დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
• სერვისის მაღალი ხარისხისა და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** სპა ცენტრის ფინანსური მაჩვენებლების მართვა და მომგებიანობის ზრდა;
** სერვისების, პროცედურებისა და პროდუქციის განვითარება და გაუმჯობესება;
** ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვა;
** სასტუმროს იმიჯისა და ბრენდის რეპუტაციაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** პოზიტიური, ორგანიზებული და ლიდერული უნარების მქონე პიროვნება;
** მაღალი კომუნიკაციის და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
** კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
** სპა ცენტრის ხელმძღვანელის ან შესაბამის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სპა/ველნეს ინდუსტრიის სტანდარტებისა და ტენდენციების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

გამოგვიგზავნე თქვენი სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

მოუთმენლად ველით თქვენს გაცნობას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია