Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699940&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის მენეჯერი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public SPA. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველ დღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდეს და ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს ფრონტ ოფისის "მეომარს" — Front Office Manager-ს.

სამუშაო მოვალეობები:

** გუნდის დაკომპლექტება და მართვა;
** თანამშრომლების გადამზადება და განვითარება;
** საერთაშორისო ქსელ Ensana-ს ბრენდის სტანდარტების გაცნობა, დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
** მიმღები განყოფილების შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის მომგებიანობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების კმაყოფილების ზრდა და სასტუმროს იმიჯზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** პოზიტიური და ენერგიული პიროვნება;
** მაღალი კომუნიკაციის უნარები;
** კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
** მიღება-განთავსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს მართვის პროგრამა Opera-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

გამოგვიგზავნე თქვენი სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

მოუთმენლად ველით თქვენს გაცნობას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია