|
დასახელება:
ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროექტის შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან;
** MEP ინჟინერიის მუშა პროექტის დამზადება (ელექტროობის მიმართულებით)
** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით;
** ArchiCad, AutoCad MEP და Revit პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office);
პროფესიული უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დელატებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|