Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2011 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00. შაბათ კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. საბურთალო, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო,
** პროცესიული ზრდა
** ფიქსირებული ხელფასის გარდა საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასის დაანგარიშება და მომხმარებლისთვის შეთავაზება
** ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი და დამკვეთებზე ინფორმაციის მიწოდება
** მოქმედ და ახალ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია, ეკონომიკურ, ან მსგავს სფეროში
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხოლო გადამზიდავ კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2, რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე), თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.alogistics.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე