Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:

** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** ორგანიზაციის სტრატეგიის გათვალისწინებით გუნდთან შესაბამისი დავალებების დელეგირება;
** კომპანიისა და მწარმოებლის ფინანსური გეგმის გათვალისწინებით გუნდისთვის გაყიდვების გეგმების შედგენა;
** გაყიდვების გეგმის შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული ექაუნთების შენარჩუნება;
** გუნდის განვითარებაზე, კომპეტენციებისა და მოტივაციის ზრდაზე ზრუნვა;
** პარტნიორებთან/კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ორგანიზაციის ჭრილში ქროს-გუნდებთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა: კონფერენციები, ვებინარები, სემინარები, და ა.შ;
** ყოველთვიური ფინანსური რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა B2 დონე - გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.

უნარები/პასუხისმგებლობები:

** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge და ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე