Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699889&print=yes&view=jobs
 
ფაგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფაგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
სს "ბიოქიმფარმი" GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს წარმოების ფაგის სპეციალისტის თანამდებობაზე:

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** GMP-ის სერტიფიცირებულ სტერილურ ფარმაცევტულ საწარმოში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და შიდასაწარმოო მოთხოვნების დაცვა;
** მე-2 დონის ბიოუსაფრთხოების კაბინეტში მუშაობა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
** ლაბორატორიაში მიკრობულ შტამებთან და ფაგებთან დაკავშირებული ლაბორატორიული პროცედურების შესრულება;
** ფაგოლიზატის მომზადებასთან და სტერილურ ფილტრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
** ფაგის პრეპარატის ტექნოლოგიისა და ანალიზის პროცესებში მონაწილეობა;
** სამუშაოს სრულყოფილი დოკუმენტირება სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში;
** მიკრობიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ფაგებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბიოტექნოლოგიური წარმოების ტექნიკური ასპექტების საბაზისო ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ხარისხის სისტემების სტანდარტების (GMP, ISO, FDA) საბაზისო ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დროისა და რესურსების რაციონალურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია