|
დასახელება:
არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
არქიტექტონი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ იურიდიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მუშაობს არქიტექტურის, კონსტრუქციების, პროექტირების, ქალაქგეგმარების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით. ჩვენს გუნდში შემავალი სპეციალისტები ქმნიან სრულფასოვან სამშენებლო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფენ ყველა საჭირო ნებართვის მიღებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან.
ვაკანსიის დასახელება: არქიტექტორი
მდებარეობა: მარჯანიშვილი, ტოვსტონოგოვის 3, ბიზნეს ცენტრი თაიმი (4 თვის შემდგომ - ვასო გოძიაშვილის 59)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პორტფოლიო: სავალდებულოა განაცხადის დროს პორტფოლიოს ატვირთვა
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების შექმნა
** პროექტის კონცეფციის, ესკიზების და ნახაზების მომზადება და დამუშავება
** მუშა დოკუმენტაციის შედგენა
** ნახაზების კორექტირება და დაზუსტება
** არქიტექტურულ პროექტში მომიჯნავე სპეციალისტებთან კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება
** შიდა და გარე დიზაინის ნაწილებში ჩართულობა
** მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა
** სამშენებლო მოედანზე ვიზიტებში მონაწილეობა და შესაბამისი მონაცემების შეგროვება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხის კურსდამთავრებული)
** ArchiCAD-ის კარგად ცოდნა
** სასურველია AutoCAD-ის ცოდნა
** სასურველია Lumion-ის ცოდნა
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურულ გუნდში ან სტაჟირების გამოცდილება
** ზუსტი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა დაკისრებული ამოცანების მიმართ
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის უნარი და მზადყოფნა გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება
** კრეატიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტით მისამართზე: architectongeorgia@gmail.com
გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში (subject line) მიუთითეთ: "არქიტექტორი"
პორტფოლიოს ატვირთვა სავალდებულოა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
|
|
|