|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ანიმა
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
შ.პ.ს. "ელიტ არტმედი-კლინიკა ანიმა" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.
სამუშო გრაფიკი: თავისუფალი
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა.
ფუქნცია-მოვალეობები:
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn & TikTok);
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, Google Ads და სხვა);
** კონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია (ტექსტი, ვიზუალი, ვიდეო);
** ვიდეო და ვიზუალური კონტენტის იდეების გენერირება და დაგეგმვა;
** ვიდეო კონტენტის გადაღება (მობილური ტელეფონით - Reels, Stories, TikTok);
** გადაღებული ვიდეოების საბაზისო მონტაჟი და დამუშავება;
** კონტენტის კალენდრის შექმნა და მართვა;
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** ვებსაიტის ტრეფიკის ანალიზი და გაუმჯობესება;
** ბაზრის, კონკურენტებისა და ტენდენციების ანალიზი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 6 მარტამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@animaclinic.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტერი.
* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით,
შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|