Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699798&print=yes&view=jobs
 
სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ტრენინგ მოდულის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.

ორგანიზაციის შესახებ

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

პოზიციის შესახებ:

სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომზადების ტრენინგ-მოდულზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია, ჩარჩო დოკუმენტის გათვალისწინებით, შესაბამისი ტრენინგ-მოდულისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შექმნა და მათ დასამტკიცებლად საჭირო პროცედურების ორგანიზება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომზადების ტრენინგ-მოდული ამზადებს შშმ პირთა პერსონალურ და სპეციალიზებულ ასისტენტებს. მოდული უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

** შშმ პირთა უფლებები და თანამედროვე მიდგომები,
** პერსონალური ასისტირება,
** ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები,
** სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერა,
** ფიზიკური/მოტორ ული დარღვევის მქონე პირთა ასისტირება,
** ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ასისტირება,
** სენსორული დარღვევის მქონე პირთა ასისტირება,
** ძალადობის ფორმები და რეაგირება,
** სექსუალობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
** პირველადი დახმარება და საგანგებო სიტუაციაში მოქმედება,
** მოვლის პროცედურები ასისტირების პროცესში,
** თვითგამორკვევა,
** აქტიური მხარდაჭერა,
** ქცევის მართვა,
** აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები.

ძირითადი მოვალეობები:

სამუშაო ჯგუფის ორგანიზება და მართვა:

** სამუშაო ჯგუფის წევრების შერჩევა;
** შეხვედრების დაგეგმვა და წარმართვა;
** ჯგუფის წევრებს შორის პასუხისმგებლობების განაწილება;
** ჯგუფის სამუშაოსა და ვადების მონიტორინგი.

ტრენინგ-მოდულის ფორმირება და შინაარსზე მუშაობა:

** სატრენინგო თემების განაწილება;
** თემების შესაბამისად ტრენინგ-მოდულის მომზადების, სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, პრაქტიკული დავალებების შექმნის, მოდულის სტანდარტსა და სასწავლო პროგრამის ჩარჩოსთან შესაბამისობის კოორდინაცია;
** მოდულის შინაარსის გადახედვა/კორექტირება;
** კომუნიკაცია შესაბამის დაწესებულებებთან, რომლებსაც ეხებათ ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მოპოვების საკითხები;
** ტრენინგის მასალების საბოლოო პაკეტის, წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება.

მოდულის კორექტირების პროცესის მართვა:

** მიღებული შენიშვნების/დამატებითი მოთხოვნების ჯგუფისთვის გაცნობა;
** რეკომენდაციების ანალიზი, განხილვა, კორექტირების უზრუნველყოფა.
მომავალი ტრენერებისთვის TOT ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სოციალური მეცნიერებები, სპეციალური განათლება, განათლების მეცნიერებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ან მონათესავე სფერო;
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება სოციალური, საგანმანათლებლო ან ტრენინგ პროგრამების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით;
** ტრენინგ-მოდულების, სასწავლო პროგრამების ან სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** შშმ პირთა უფლებების კონვენციის, თანამედროვე უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების, პერსონალური ასისტენტის მოდელის ცოდნა;
** სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის (ფიზიკური, სენსორული, ინტელექტუალური, ფსიქიკური) სპეციფიკის, სოციო-ემოციური მხარდაჭერის საფუძვლების ცოდნა;
** ტრენინგების დაგეგმვის, შეფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა;
** TOT (Training of Trainers) მოდელის საფუძვლების ცოდნა;
** საჯარო ან არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და დოკუმენტაციის ორგანიზების გამოცდილება.

უნარები:

** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ვადების, რესურსებისა და პასუხისმგებლობების ეფექტური მართვის უნარი;
** მონიტორინგისა და ანგარიშგების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო ჯგუფის წევრებთან, ექსპერტებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობაის უნარი;
** დისკუსიების მოდერაციისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიული საზღვრების დაცვის უნარი.

შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით

შერჩევის ეტაპები:

1. ელექტრონული განაცხადების განხილვა
2. გასაუბრება

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენ მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com

Subject ველში მიუთითეთ: სამუშაო ჯგიუფის კოორდინატორი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია