Робота для біженців з України
ავტოსესხის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსესხის მენეჯერი
მომწოდებელი: სალიზინგო კომპანია სითი
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსესხის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო ტერიტორია: მარნეული

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
** ფლობდეს აზერბაიჯანულ ენას.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

ანაზღაურება: 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ავტოსესხის მენეჯერი მარნეულში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე