|
დასახელება:
კაბელირებისა და ქსელური სისტემების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
F1 - კომპიუტერული სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას კაბელირებისა და ქსელური სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ პირებს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს გუნდს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ძირითადი მოვალეობები:
** დაბალი ძაბვის საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობა (UTP, FTP);
** საკაბელო არხების მონტაჟი და კედლების/ჭერის სახვრეტი სამუშაოები;
** ქსელის როზეტების, ჯეკების დასმა და საკომუნიკაციო პანელზე (Patch Panel) ტერმინაცია;
** გაყვანილობის ტესტირება და მარკირება;
** ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია (MikroTik, Ubiquiti - IP მისამართების გაწერა, WiFi-ს გამართვა);
** ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების ინსტალაცია და გამართვა (Hikvision, Dahua IP კამერები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვალიფიკაციიდან გამომდინარე, განვიხილავთ როგორც გამოცდილ (Senior), ისე დამწყებ (Assistant) სპეციალისტებს.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი;
** ქსელური და ვიდეო სისტემების მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი (სამუშაო მიზნებისთვის გამოყენებისათვის).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + დანამატი (ბონუსი) შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით;
** სამუშაოსთვის საჭირო ყველა ტექნიკური ხელსაწყო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა გამოცდილ გუნდში;
** ოფისი: თბილისი, საბურთალოს რაიონი (სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ობიექტებზე).
** სამუშაო გრაფიკი: დამოკიდებულია მიმდინარე პროექტებზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://tally.so/r/aQdJPb
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
|
|
|