|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
ELEMENT.GE
|
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ მაღაზია "ELEMENT.GE" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ჩვენი კორპორატიული კლიენტებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით კომპანიის კუთვნილი ავტომობილით (Ford Courier);
** ტვირთის დატვირთვა და ჩამოცლა;
** სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით დავალებების მიღება და მართვა;
** კომპანიის ავტომობილზე ზრუნვა: სისუფთავის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური სერვისის დაგეგმვა/კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სმარტფონთან და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა;
** ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა (ტექნიკის აწევა/გადაადგილება).
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსური სისტემა;
** სრულად გამართული ავტომობილი (Ford Courier);
** სამუშაო ადგილი: თბილის, საბურთალო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 17:00-მდე;
** მეგობრული, მოწესრიგებული სამუშაო გარემო და სტაბილურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://tally.so/r/44r06k
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
|
|
|