|
დასახელება:
ტენდერი - კვებისა და დასუფთავების მომსახურების შესყიდვა
|
| მომწოდებელი:
წყალი მარგებელი
|
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების ადგილი:
საქართველო, გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაბეღლავი,
სს "წყალი მარგებელის" ქარხანა
კვების მომსახურება
კვების ფორმატი:
მომსახურება მოიცავს ყოველდღიურ, ძირითადად ორჯერად კვებას, თუმცა შესაძლებელია დაემატოს მცირე საუზმე ან/და ვახშამი.
წლიური ჯამური საორიენტაციო რაოდენობა: 53 000 პორცია
მენიუსა და ხარისხის მოთხოვნები:
** კვება უნდა შეესაბამებოდეს ზრდასრული ადამიანისათვის დადგენილ კალორაჟს
** მენიუმ უნდა უზრუნველყოს:
- დიეტური კვების არჩევანი
- კვირის მრავალფეროვანი მენიუ
** მომსახურე კომპანიამ უნდა აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა
** პროდუქტის მიღება, შენახვა, დამუშავება და მომზადება უნდა განხორციელდეს:
- HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით
ინფრასტრუქტურა და მატერიალური უზრუნველყოფა (კვება)
** ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სამზარეულო სივრცე და ტექნიკა გადაეცემა მომსახურე კომპანიას სარგებლობაში
** ტექნიკის შემდგომი ტექნიკური მომსახურება/სერვისი ეკისრება მომსახურე კომპანიას
** კომუნალურ გადასახადებს (ელექტროენერგია, წყალი, ცხელი წყალი) ფარავს სს "წყალი მარგებელი", შესაბამისად, ხარჯი არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომსახურების თვითღირებულებაში
** ჭურჭლისა და ყველა სახარჯი მასალის უზრუნველყოფა ეკისრება მომსახურე კომპანიას
** სახარჯი მასალების შევსება უნდა განხორციელდეს საჭიროების შესაბამისად, მომსახურე კომპანიის მიერ
პერსონალი და მართვა (კვება)
** მომსახურე კომპანია დამოუკიდებლად განსაზღვრავს აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის:
- საჭირო თანამშრომლების რაოდენობას
- მათ სამუშაო პირობებს
** უპირატესობად ჩაითვლება მმართველი მენეჯერის ადგილზე ყოფნა და პროცესების მუდმივი კონტროლი
** უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელსაც აქვს შესაბამის ან მსგავს სფეროში საქმიანობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება, ან/და მმართველ მენეჯერს, რომელსაც აქვს აღნიშნულ ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება.
** მომსახურების ხარისხის კონტროლი
** მომსახურების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ ჩატარდება თანამშრომელთა გამოკითხვა
** თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებელი პირობაა არანაკლებ 70%-იანი კმაყოფილების მაჩვენებელი
** კმაყოფილების გამოკითხვა ჩატარდება ყოველკვარტალურად
დასუფთავების მომსახურება
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეებში: 10:00 - 19:00 (შესაძლოა კორექტირდეს)
ქარხნის ტერიტორიაზე არსებული დასალაგებელი ზონები:
** ოფისები
** სასტუმრო
** წველი წერტილები
გასაწევი მომსახურება:
** ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რეცხვა
** ტანსაცმლის დაუთოვება
მოთხოვნები:
** მომსახურე კომპანია ვალდებულია:
- წინასწარ დაათვალიეროს ობიექტი
- შეაფასოს სამუშაოს მოცულობა
- წარმოადგინოს შესაბამისი სამუშაო გეგმა
** დასუფთავებისათვის საჭირო სახარჯი მასალა და ტექნიკა სრულად უნდა უზრუნველყოს მომსახურე კომპანიამ
** გამოსაყენებელი სახარჯი მასალების ხარისხობრივი ნაწილი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს "წყალი მარგებელთან"
** უპირატესობად ჩაითვლება მმართველი მენეჯერის ადგილზე ყოფნა
დამატებითი პირობები:
** მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით
** დამკვეთს უფლება აქვს კონტრაქტის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს შეამოწმოს მომსახურების ხარისხი
** ხელშეკრულება გაგრძელდება მხოლოდ ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში
** დასუფთავებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მომსახურე კომპანია ადგილზე გაეცნობა ტერიტორიას, არსებულ პირობებსა და დეტალებს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება/შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: procurement@healthywater.ge
სატენდერო წინადადების/შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12.03.2026
საკონტაქტო ინფორმაცია:
procurement@healthywater.ge
+995 32 2242324 (ცხელი ხაზი)
|
|
|
|