Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** B2B გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პოტენციური კორპორაციული დამკვეთების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
** არსებული კლიენტების (კლინიკები, სამედიცინო დაწესებულებები, პარტნიორი ორგანიზაციები) პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და კორპორაციული მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი;
** პროდუქციისა და სერვისების პროფესიული პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებისა და ბიზნეს-პარტნიორებისთვის;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების პროცესის კოორდინაცია;
** მჭიდრო თანამშრომლობა შიდა გუნდებთან;
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მიღწეული შედეგების ანალიზი;
** პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება და ტრენინგ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად, განსაკუთრებით სამედიცინო ან ფარმაცევტულ მიმართულებით);
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კორპორატიულ დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური მიდგომა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
** პრეზენტაციისა და არგუმენტირებული გაყიდვების უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, ელფოსტა; CRM - სასურველია);
** ინიციატიურობა, ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკა;
** უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე office@mh.com.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე