Робота для біженців з України
ბუღალტერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამზეო ყვარელი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სასტუმრო "სამზეო ყვარელი", რომელიც მდებარეობს ქალაქ ყვარელში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი

ბუღალტრის მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: tako.lukashvili@hgitbilisi.com
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე