Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: ავეჯის კონსტრუქტორი.

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ სტაბილურ და პროფესიონალურ გარემოში, სადაც გამოცდილი სპეციალისტების გვერდით შეგიძლია შენი უნარების განვითარება;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას;
** გექნება ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმოებისთვის;
** პროექტის თითოეულ ეტაპზე, იმუშავებ ხარისხის, კონტროლისა და უსაფრთხოების დაცვით;

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ გამოცდილ ავეჯის კონსტრუქტორს, რომელიც შეძლებს ობიექტის აზომვას, მასალის განშლის მომზადებას და ავეჯის კონსტრუქციების პროექტირებას. პოზიცია მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას, სიზუსტეს და პასუხისმგებლობით შესრულებულ სამუშაოს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ობიექტის აზომვა და მასალის განშლის მომზადება
** ავეჯის კონსტრუქციების პროექტირება
** კოორდინაცია საწარმოსთან და დამკვეთთან
** სამუშაო პროცესისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

** ავეჯის კონსტრუქციული პროგრამების ცოდნა
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოებაში
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობა
** სწრაფი ადაპტაცია შემოთავაზებულ ვადებში
** გუნდურად მუშაობის უნარი

პირობები:

** ანაზღაურება: გამომუშავებით, 4, 000 ₾-დან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 09:30-19:00
** მისამართი: ნატახტარი

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე: info@samerygroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ავეჯის კონსტრუქტორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე