Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699701&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
იურიდიული კომპანიის იურისტი/Associate

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი;
** 10:00-დან 19:00-მდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარება;
** სამართლებრივ საკითხებზე დასკვნების მომზადება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** წარმომადგენლობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა მინიმუმ C1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია: ფინტექ ინდუსტრიის/საბანკო გამოცდილება

საკონტაქტო ელ. ფოსტა: lawfirmjobs2026@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია