|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ოპტიკონი
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
კომპანია "ოპტიკონი" ოპტიკური და მზის სათვალეების და აქსესუარების მაღაზიათა ქსელია.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება 700₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება 1, 000₾ და დამატებით ბონუსი (200-500₾).
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტის ბარათი.
კომპანია "ოპტიკონის" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@opticon.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|