Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699698&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკო მარტ
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"Deco Mart | დეკო მარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის 130
სფერო: ინტერიერის დიზაინი - სარკეები და დეკორატიული პანელები

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის საცალო რეალიზაცია
** სალარო აპარატთან მუშაობა
** სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში (უშუალოდ მონაწილეობა ვიდეოების გადაღებაში)
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** მობილიზებული და ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური და საქმეზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური - მომხმარებელთან კონტაქტის და კონსულტაციის უნარით

მოთხოვნები:

** აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისურის და რუსულის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** გამოცდილება არ არის სავალდებულო - მთავარია მოტივაცია და სწავლაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** პოზიციების რაოდენობა: 1
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** ორშაბათი-შაბათი

ანაზღაურება: 1300₾ (დარიცხული) + ბონუსი გაყიდვებზე

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი
** კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: decomart.a1@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია