Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ჰაკერ-ფშორი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
ქართულ-გერმანული რესტორანი "ჰაკერ-ფშორი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: საბურთალო, სულხან ცინცაძის 12
ანაზღაურება: 2600 ლარი ხელზე ასაღები თანხა
გრაფიკი: 6/1

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება
** კერძების მომზადება კალკულაციის დაცვით
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** შეფ მზარეულთან/სუ შეფთან მჭიდრო კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** შეფ მზარეულისა და სუშეფის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** მოტივირებული
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hackerpschorr09@gmail.com. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე