Робота для біженців з України
მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: LGG
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
თუ გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, გაინტერესებს სამონტაჟო სამუშაოები შეავსე განაცხადი ან დაგვიკავშირდი მემონტაჟის პოზიციაზე LGG-ში!

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500-5000 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშ- შაბათი; 10:00 -18:00 საათი

გაგვიხარდება თუ გაქვს:

** გამოცდილება (აუცილებელი არ არის)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი (საწვავის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია)

შენი მთავარი მიზანი იქნება: ალუმინის და მეტალო- პლასტმასის კარ-ფანჯრის მონტაჟი (შუშიანად)

რა იქნება შენი ყოველდღიური საქმიანობა:

** მასალების გაცნობა: ნახაზის წაკითხვა, შესასრულებელ სამუშაოზე ინფორმაციის მიღება ამზომველისგან
** ობიექტზე ვიზიტი
** კარ-ფანჯრის ატანა დასამონტაჟებელ სივრცეში
** დამონტაჟება ლაზერის და დრელის გამოყენებით
** ობიექტის მოწესრიგება და ნარჩენების გამოტანა
** დარჩენილი სამონტაჟო მასალების და ეკიპირების საწარმოში ჩაბარება
** წყვილში მუშაობა (მინიმუმ 2 მემონტაჟე მუშაობს გუნდურად)

თუ ამ ვაკანსიაში შენი თავი ამოიცანი, შეავსე განაცხადი: მემონტაჟე - fill out form აპლიკაციის შევსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ელ-ჯი-ჯი"-მ
დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის ვადით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე