Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;

მის: კაიროს N42 (ავტომუზეუმი)
სამუშაო საათები: 5/2 (09:00-18:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი/ პროდუქციის მიღება, გაცემა, შენახვის პროცედურის კონტროლი / სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
** სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
** პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების დაცვა;
** საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგის მომზადება ხელმძღვანელთან;
** ავტოპარკის სისუფთავის დაცვა;
** ავტომობილების დოკუმენტაციის წესების დაცვა (პარკინგი, დაზღვევა, საპატრულო ჯარიმები, პერიოდული ტექ. დათვალიერება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, , სასურველია რომელიმე საცალო კომპანიაში
** საოფისე პროგრამები (უმაღლესი დონე).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

განაცხადი გამოგვიგზავნე hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერის ასისტენტი".

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე