Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699653&print=yes&view=jobs
 
სუსტი დენების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუსტი დენების ინჟინერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-ამდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სუსტი დენების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქცია იქნება:

** სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების (FA) დიაგნოსტიკა, პერიოდული შემოწმება, ტესტირება და გაუმართაობების აღმოფხვრა დასრულებულ ობიექტებზე;
** ვიდეომონიტორინგის სისტემების (CCTV) ტექნიკური მომსახურება: კამერების, NVR/DVR მოწყობილობების, ქსელური ინფრასტრუქტურის მომსახურება და ხარისხის კონტროლი;
** CO დეტექციის სისტემების გამართულობის კონტროლი, სენსორების ტესტირება/კალიბრაცია და ინფრასტრუქტურის მომსახურება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** IP დომოფონის სისტემების (Intercom) მხარდაჭერა: პანელების, მონიტორების, კონტროლერების, ქსელური კავშირების და მომხმარებლის პარამეტრების მართვა;
** აღნიშნული სისტემების ხარვეზების იდენტიფიცირება, ლოკალიზაცია და ოპერატიული რეაგირება ავარიულ გამოძახებებზე;
** სერვისის ანგარიშების, ტესტირების აქტების და ტექნიკური ჩანაწერების მომზადება შესრულებული სამუშაოების მიხედვით;
** სისტემებზე მუშაობისას ელექტროსქემების, ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გამოყენების უნარი;
** მომხმარებელთან და ობიექტის ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია, სისტემების მუშაობის ახსნა და ელემენტარული ინსტრუქციების გაცემა.
** საჭიროების შემთხვევაში მცირე მოდიფიკაციებისა და გაფართოებების შესრულება მოქმედ სისტემებზე (სენსორის შეცვლა, კამერის გადატანა, პარამეტრების კორექტირება და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრული სქემების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდერტებისა ცოდნა;
** სასურველია MS Office-ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია