|
დასახელება:
ძირითადი კლიენტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
SmartPharm
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
ფარმაცევტული კომპანია "სმარტფარმი" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი კლიენტების მენეჯერის (Key Account Manager) თანამდებობაზე თბილისში.
კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში დარგის წამყვან ლიდერებთან ვიზიტების განხორციელება;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო განხრას);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია).
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტო-სურათით ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ძირითადი კლიენტების მენეჯერის (Key Account Manager).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|