Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

ფარმაცევტული კომპანია "სმარტფარმი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თბილისში და რეგიონებში.

კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში დარგის წამყვან ლიდერებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება;
** დაქვემდებარებაში მყოფი პირების მუშაობის კონტროლი;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო განხრას);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ჯგუფის ხელმძღვანელად ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია).

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ლიდერობისა და მენეჯერობის უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე