Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

ფარმაცევტული კომპანია "სმარტფარმი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში.

კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან ვიზიტების განხორციელება კომპანიის პროდუქციის წარდგენის მიზნით;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო განხრას);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტო-სურათით ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე