|
დასახელება:
ტენდერების მართვის და ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერები
|
| მომწოდებელი:
Smart Group
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
შპს "სმარტ გრუპ" წარმოადგენს გაყიდვებზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც აქტიურად ოპერირებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გეგმავს ავტონაწილების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროს განვითარებას. კომპანია თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელ მომწოდებლებთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია, კონკურენტული ფასები და სწრაფი მიწოდება.
კომპანიის განვითარების და გაყიდვების მიმართულების გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლების მოზიდვას და გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას.
1. ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტონაწილების რეალიზაცია, შეკვეთების განთავსება და შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და სოციალური ქსელების მართვა;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება;
** კომპანიის მოთხოვნების მიხედვით პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
** ბაზრის კვლევა და შეფასება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
** გაყიდულ პროდუქციაზე ზედნადების გამოწერა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office - ის ცოდნა (კარგად);
** ავტონაწილების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი.
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00 -19:00 ან 09:00 -18:00 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებულს + გამომუშავება % გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
2. ტენდერების მართვისა და გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტენდერებში შესათავაზებელ საქონელთან დაკავშირებით საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება;
** კომპანიის მოთხოვნების მიხედვით პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და შეფასება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** სატენდერო დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
** მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office - ის ცოდნა (კარგად);
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** სახელმწიფო და/ან კერძო ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ჯურხა ნადირაძის ქ.
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00 -19:00 ან 09:00 -18:00 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებულს + გამომუშავება % გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosmartgroupgeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|