|
დასახელება:
ბიზნესის განვით. და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Geosoft Cloud
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
"Geosoft Cloud"-ში ბიზნესის ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვეძებთ!
"Geosoft Cloud" (შპს ჯეოსოფტ) საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც არის Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია Google Workspace-ის, Google Cloud Platform-ის, AWS-ის, Microsoft 365-ისა და სხვა ღრუბლოვანი სერვისების (Zoho, Synology) გაყიდვაზე, იმპლემენტაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
შენი მთავარი მიზანი იქნება: გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების გეგმების შესრულება და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ბესიკის ქ. 4
** წვდომა Google Cloud-ის სასწავლო პროგრამებზე
ძირითადი საქმიანობები იქნება:
** გაყიდვების სტრატეგია: გაყიდვების არხების განსაზღვრა; გაყიდვებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნა (სცენარები, პრეზენტაციები, მომხმარებლებთან საკომუნიკაციო სტრატეგია); გაყიდვების გეგმების შედგენა გუნდის წევრებისთვის
** გაყიდვების აღსრულება და მხარდაჭერა: ახალი მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება; ღონისძიებებისა და ვორქშოპების ორგანიზება; არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების გაკეთება; გაყიდვების გუნდისთვის ტექნიკური "ბექგრაუნდის" შექმნა - SLA-ების (მომსახურების დონის შეთანხმება) შემუშავება და პრაისინგის სტრატეგიაში მონაწილეობა
** გუნდის მართვა და განვითარება: გუნდის მართვა სამოტივაციო სქემების შექმნა; პერფორმანსის მონიტორინგი; ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და სერტიფიცირების გეგმების მართვა
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია: CRM სისტემისა და ბილინგის პროცესების ოპტიმიზაცია
** სერვისის მიწოდების მართვა (Service Delivery): ტექნიკური მხარდაჭერის და იმპლემენტაციის გუნდების ზედამხედველობა. პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი
მოხარული ვიქნებით, თუ:
** მმართველ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება გაქვს (სასურველია IT სერვისების ან B2B სექტორში).
** ზოგადად გესმის ან/და იცი Cloud ეკოსისტემების (Google Workspace, Google Cloud Platform (GCP), AWS ან Microsoft 365)
** გაქვს გაყიდვებისა და პროექტების მართვის გამოცდილება (მიგრაციები, IT ინფრასტრუქტურის ცვლილება).
** იცი ინგლისური ენა და რუსული- საკომუნიკაციოდ (პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის).
თუ გაქვს უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://geosoft.ge/career/
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ Gmail ანგარიშით.
https://geosoft.ge/
Google Cloud Partner
|
|
|
|