|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
კომპლექსი კრუიზი
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
"კომპლექსი კრუიზი", რომელიც მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს და გამოირჩევა სტუმართმოყვარეობის მაღალი სტანდარტით აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰიგიენური ნორმების დაცვით სასტუმროს შიდა სივრცეების დალაგება და დასუფთავება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ფიქსირებული ანაზღაურება — 1200 ლარი (ნეტი, ხელზე ასაღები);
** უზრუნველყოფილი კვება;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00);
** სტაბილური სამუშაო გარემო და გონივრულად გადანაწილებული სამუშაო დატვირთვა.
თუ გსურთ გახდეთ იმ გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ხარისხისა და სერვისის სტანდარტს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.maisuradze.hr@gmail.com და საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|