Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699605&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი პროდუქტებისა და საოპერაციო განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი პროდუქტებისა და საოპერაციო განყოფილებაში
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს სტაჟიორს პროდუქტებისა და საოპერაციო განყოფილებაში.

სტაჟიორი ჩართული იქნება პროდუქტის შექმნისა და დაგეგმილი ტურების საოპერაციო მართვის პროცესებში.

მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:

** მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტი, სასურველია ტურიზმის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია ან ინგლისური, ან იტალიური, ან ესპანური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
** ორგანიზებული, დაკვირვებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, კომუნიკაციის კარგი უნარებით.

რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ჩვენგან:

** მთელი ენთუზიაზმითა ვეცდებით, რომ თავი მალევე იგრძნო "ჩვენიანად"...
** გაგაცნობთ სრულ ციკლს - სტუმრების თვითმფრინავის დაჯდომიდან მათ გაცილებამდე;
** არ დავიშურებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომ მაქსიმალურად "გაიზარდო" და გაერკვე სფეროს პრაქტიკულ მხარეში;
** თუ ხედვებში, ღირებულებებსა და ინტერესებში სათანადოდ დავემთხვევით, გრძელვადიანი და სასარგებლო თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს ეს სტარტი.

შერჩევის ეტაპები:

** მოკლე ტესტირება (ზოგადი უნარები, 30 წთ) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
** შემაჯამებელი შეხვედრა.

არსებითი პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
** ანაზღაურება: 500 ლარი;
** სამუშაო დრო: კვირაში 20-25 სთ.

მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com სათაურში მიუთითე "სტაჟირება".

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია