Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ტექნო ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ტექნო ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები:

** დირექტორის დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** ურთიერთობა თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან;
** შეხვედრების, თათბირებისა და ვიზიტების ორგანიზება;
** მუშა პერსონალის მართვა;
** პროექტის მენეჯერთან კოორდინირებულად მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** MS OFFICE სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე