Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699588&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი - მოხალისე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი - მოხალისე
მომწოდებელი: ერთად შევცვალოთ სამყარო
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევცვალოთ სამყარო" სოციალური მედიის სამართავად ეძებს პარტნიორს - ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს, რომელიც მზად არის არაანაზღაურებადი თანამშრომლობისთვის.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და ღირებულებითი პარტნიორობის ფარგლებში.

რას ველით:

ვეძებთ ადამიანს ან გუნდს, რომელიც დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად შეძლებს:

** შინაარსის დაგეგმვას (კონტენტი)
** სოციალური მედიისთვის ტექსტების შექმნას (ქოფი)
** ვიზუალური მასალის მომზადებას ან მართვას
** ვიდეო კონტენტზე მუშაობას
** აუდიტორიის ანალიზსა და მიზნობრივ შერჩევას (ანალიტიკა)
** საკომუნიკაციო რესურსების გონივრულ გამოყენებას (დარეკლამება)
** შეთანხმებული ვადების დაცვას და პროცესის ორგანიზებულ მართვას
** ფონდის ღირებულებებისა და გზავნილების სწორად გადმოცემას კომუნიკაციაში
** ფონდისთვის საჭირო ყველა სოციალური ქსელის მართვას (ამ ეტაპზე - Facebook, მომავალში სხვა არხების დამატების შესაძლებლობით)
** ჩართულობის სიხშირე: თვეში მინიმუმ 4 პოსტი
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება:
** Email Marketing-ში
** ვებგვერდთან დაკავშირებულ შინაარსობრივ ან საკომუნიკაციო საკითხებში.

რას გთავაზობთ:

ფულადი ანაზღაურების ნაცვლად გთავაზობთ:

** ღირებულებით და რეპუტაციულ სარგებელს
** CSR / სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პარტნიორობას
** თქვენი ბრენდის/სახელის მოხსენიებას ფონდის კომუნიკაციებში
** რეალური სოციალური გავლენის შექმნის შესაძლებლობას
** პორტფოლიოში სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტის დამატებას
** და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბენეფიციარების გახარებით, სიკეთის კეთებითა და რეალური ცვლილებების შექმნით მიღებულ ემოციებს, რომლებიც ფორმალურ სარგებელზე მეტად დასამახსოვრებელია.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** სოციალური მედიის სააგენტოებს
** მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდებს
** ფრილანსერებს (SMM, ქოფირაითერი, დიზაინერი, ვიდეორედაქტორი)
** სტუდენტებს ან ახალბედა პროფესიონალებს ძლიერი პორტფოლიოთი (პორტფოლიოს გაცნობა გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია)

ჩვენ შესახებ:

სრულად მოხალისეებით დაკომპლექტებული და გამჭვირვალე ფონდი, რომელიც მზად არის გააუმჯობესოს ბავშვების ჯანმრთელობა სამედიცინო ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსების გზით.

ფონდის გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც სჯერათ, რომ კეთილი საქმე, პროფესიონალიზმი და ადამიანური ურთიერთობა ერთად ქმნის ნამდვილ ცვლილებას.
პარტნიორს ველით არა როგორც "შემსრულებელს, " არამედ როგორც ჩვენს თანამგზავრს სიკეთის გზაზე.
როგორ დაგვიკავშირდეთ:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მოკლე წერილი თქვენი ინტერესისა და მოტივაციის შესახებ და გაგვიზიაროთ პორტფოლიო (ან კონკრეტული ნამუშევრების ბმულები)

Email: info@changetheworld.ge
Facebook: "ერთად შევცვალოთ სამყარო"
Website: https://www.changetheworld.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია