Робота для біженців з України
ადვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვერთაიზერი
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ზრდაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს სოციალური ქსელების განვითარებაზე, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე და მომხმარებელთან ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებაზე.

"Hazet Georgia" წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ინდუსტრიის პიონერს, რომელსაც სურს გერმანული ხარისხი დაამკვიდროს ქართულ რეალობაში.

მოცემულ ეტაპზე გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაასაქმოს მოტივირებული და მარკეტინგული აზროვნების მქონე კადრები, მიმდინარე პროექტებში. ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და შედეგებზე ორიენტირებულ ედვერთაიზერს, რომელიც ჩაერთვება სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვაში, განხორციელებასა და ანალიზში.

მოვალეობები:

** Meta Ads, Google Ads და სხვა პლატფორმებზე რეკლამების დაგეგმვა, გამართვა და მონიტორინგი
** კამპანიების ყოველდღიური ოპტიმიზაცია - აუდიტორიის არჩევა, ბიუჯეტების მართვა, შედეგების გაუმჯობესება
** შედეგების ანალიზი (CPC, CTR…), რეპორტინგი და რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიის სოციალური გვერდებისთვის განთავსებული კონტენტის მხარდაჭერა რეკლამით
** ახალი კრეატიული მიდგომების შემუშავება და A/B ტესტირება
** კომუნიკაცია გუნდთან და კონტენტის სპეციალისტებთან, საერთო მიზნების მისაღწევად.

მოთხოვნები:

** 1+ წელი გამოცდილება Meta Ads / Google Ads პლატფორმებზე
** მონაცემების ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების კარგი უნარი
** კომუნიკაციის მაღალი კულტურა და გუნდურად მუშაობის უნარი
** კრეატიული ხედვა + აქცენტი შედეგებზე
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული

უპირატესობად ჩაითვლება:

** კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება
** ბიუჯეტების მართვის გამოცდილება

ანაზღაურება: 1300-1500 ლარი გამომდინარე კომპეტენციიდან და ყოველთვიურად შემოთავაზებული სამუშაოს მასშტაბიდან
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, შესაძლებელია მუშაობა დისტანციურად, კვირაში მინიმუმ 1-ხელ სავალდებულოა ოფისში ვიზიტი დაგეგმვა/რეპორტინგის მხრივ.

დაინტერესებულმა მხარეებმა გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hazetgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე