|
დასახელება:
მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კახეთის ფილიალის მიწოდების სამსახურის თანამშრომელი.
პირობები:
** სამუშაო პოზიციის დასახლება: კახეთის რეგიონში ლოგისტიკის თანამშრომელი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებულ თანხას + წონის თანხა (გამომუშავებით)
მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში მისაწოდებელი პროდუქციის მანქანაში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა.
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება, პროდუქციის მითვლა და ჩაბარება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის.
** ინვენტარის და სამაცივრე დანადგარების გადაადგილება.
** სალარო აპარატის გამოყენება სამუშაო პროცესში.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ადგილობრივი თელავიდან ან თელავის მიმდებარე ტერიტორიიდან.
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა)
** სატვირთო მიკრო ავტობუსის მართვის გამოცდილება.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე Shalva.Andriadze@gplus.ge | Davit.Baliashvili@gplus.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კახეთის რეგიონის ლოგისტკის თანამშრომელი სათაურის ველში (Subject).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|