|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დელივეროუ
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;
"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი;
მოვალეობები:
** გაყიდვების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** გაყიდვების სისტემის აწყობა ;
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა;
** ყოველკვირეული ანალიზის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ეტაპობრივად ბაზრის კვლევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** ლიდერული თვისებები;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია მუშაობას გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511 722133.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
|
|
|
|