Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699511&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული;

მოვალეობები:

** ტვირთის ან/და ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; (მისამართის სიზუსტის გადამოწმება)
** ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
** ჩაბარებული ტვირთის/ამანათების რაოდენობის კონტროლი და ხარისხიანად განაწილების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან კორექტული და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია C კატეგორიაც);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511 722133

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია "დელივეროუ" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია