|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დელივეროუ
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;
"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის პროცესების სრულად ორგანიზება და კონტროლი;
** ტვირთის მიღება/ მითვლის პროცესის კონტროლი;
** პროდუქციის საწყობში გადანაწილება დადგენილი სქემის შესაბამისად;
** პროგრამულად ატვირთული ტვირთის, ფიზიკურად მოსულთან შედარება;
** ტვირთის სორტირებას რეგიონებისა და უბნების მიხედვით (ჩართულობა და კონტროლი);
** ცდომილების შემთხვევაში, კონკრეტული ტვირთის საწყობში მიბრუნება;
** საწყობში მიღებული ტვირთის დასაწყობების პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა ნორმების დაცვა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო ტელ: 511 722133
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
|
|
|
|