Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699480&print=yes&view=jobs
 
ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი
მომწოდებელი: ჯეიბიეს აკადემია
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
გონება და სხეული ერთად უნდა ვითარდებოდეს!

საქართველოში "ჯეიბიეს" აკადემია (JBS-academy) იწყებს საქმიანობას.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში JBS-აკადემია შემოდის. აკადემია ერთ სივრცეში აერთიანებს "ჯეიბიეს სკოლას", "ჯეიბიეს Well-Being (ჯანსაღი ცხოვრების) ცენტრსა" და "ჯეიბიეს სპორტული მომზადების პროგრამებს".

ჩვენი ფილოსოფია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება: Holistic Youth and Child Education-ის მიდოგმით, ერთად უნდა განვითარდეს ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური მხარეები. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრება არ არის დამატებითი წრე ან არჩევითი აქტივობა — ის განათლების განუყოფელი ნაწილია. წიგნიერება და მათემატიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური აქტივობა და ხასიათის განვითარება. ეს ყველაფერი ბავშვის სასკოლო დღის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს.

ვეძებთ ექიმს, ვისაც სურს ჩვენთან ერთად შექმნას ახალ მიდგომებზე დაფუძნებული სკოლა, რომლის ფილოსოფიაა სრულყოფილი ბავშვის განათლება (Whole Child Education)!
გარემო და მუშაობის პრინციპები.

ჩვენთან თითოეული თანამშრომელი გუნდის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი მიზანია შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მთავარია მაღალი სტანდარტი, გუნდურობა, მხარდაჭერა და ერთიანი მიზნისთვის სწრაფვა.

ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპები:

** სრულფასოვანი ბავშვის განვითარება (Whole Child Development): სასკოლო დღეს ვგეგმავთ ისე, რომ ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის თანაბრად სასარგებლო იყოს. სპორტი და ჯანმრთელობა ჩვენთან საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არა ხელოვნური მარკეტინგული დანამატი.
** ხასიათის წრთობა: ჩვენ მოსწავლეებს ვუვითარებთ ხუთ მთავარ მახასიათებელს - პასუხისმგებლობას, გამძლეობას, ურთიერთობების დაფასებას, დაფიქრების/გააზრების უნარს და ვაყვარებთ დაუღალავ ძალისხმევას. ბავშვებში, ამ მახასიათებლების განვითარება ხდება ყოველდღიურ პრაქტიკაში.
** მაღალი სტანდარტი და მზრუნველობა: მასწავლებლისგან ჩვენ ვითხოვთ მაღალ აკადემიურ სტანდარტს, პროგრეს და პროფესიონალიზმს. სანაცვლოდ გთავაზობთ გამართულ სისტემას, მუდმივ მხარდაჭერას (ქოუჩინგს), პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და პროფესიულ განვითარებას.
** ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა: სკოლაში მოქმედებს სწავლების შეთანხმებული პრაქტიკა და მეთოდები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ყველა. მასწავლებელი არ არის იზოლირებული და არ უწევს სასწავლო პრაქტიკების და მიდგომების თავიდან გამოგონება.
** გუნდი და გუნდურობა პირად ამბიციებზე მაღლა: გვჯერა, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრული და ერთიანი გუნდია. თანამშრომლობა ჩვენი მუშაობის სტილია და არა უბრალოდ ლამაზი სიტყვა.
** ჯანმრთელობა და მოძრაობა - ჩვენი Well-Being ცენტრი (ჯანსაღი ცხოვრების ცენტრი) მასწავლებლებს უზრუნველყოფს მზა გეგმებითა და მიდგომებით, თუ როგორ მართონ ბავშვის ფიზიკური განვითარება. ამისთვის სულაც არაა საჭირო სპორტსმენი იყოთ — ჩვენ გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე და არ აშინებთ გამოწვევები. გვინდა თქვენთან ერთად შევქმნათ სკოლა, რომელშიც გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება ერთიანი სისტემაა და არა სამი განცალკევებული სამყარო.

საერთაშორისო თანამშრომლობა.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად (NBA Basketball School, "Johan Cruyff Institute", და სხვები), ვაერთიანებთ აკადემიურ სწავლებასა და სპორტულ მომზადებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კვებას, დასვენებას და ვარჯიშს. ეს ყველაფერი ეფუძნება JBS-ის აკადემიის ხუთ პრინციპს: კვება, აღდგენა, ნერვული სისტემის რეგულაცია, ფუნდამენტური მოძრაობები და ასაკის შესაბამისი ფიზიკური განვითარება.

ჩვენი კულტურა.

ჩვენი კულტურა ემყარება დოქტორ ბილ ბესვიკის (Dr. Bill Beswick) საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამას და JBS-ის "ხუთი R-ის" მოდელს (Responsibility - პასუხისმგებლობა, Resilience - გამძლეობა, Relationships - ურთიერთობების დაფასება, Reflection - თვითრეფლექსია, Relentless Effort - დაუღალავი ძალისხმევა), რითაც ხასიათისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების განვითარება, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

თუ ჩვენი ფილოსოფია და მუშაობის პრინციპები თქვენთვის საინტერესოა, შემოუერთდით JBS აკადემიის გუნდს!

ჯეიბიეს სკოლა აცხადებს ექიმის პოზიციაზე ვაკანსიას.

მოთხოვნები:

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პოზიტიურ და მრავალფეროვან გარემოს შექმნაში მონაწილეობა;
** გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრობა;
** უცხო ენა: ინგლისური ენის ფლობა

ანაზღაურება: ყოველთვიური
სამუშაო საათები - სრული განაკვეთი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

პედიატრია:

- საოჯახო მედიცინა;
- ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი.

სპეციალობით მუშაობის გამოცდილება.

შერჩევის ეტაპები:

** პირველი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი: გასაუბრება;

საჭირო დოკუმენტები:

** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
** ფოტოსურათი (3×4 სმ, ელ-ვერსია);
** CV / რეზიუმე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** სახელმწიფო სერთიფიკატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ტრენინგების სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@jbsacademy.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

თქვენი მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "ჯეი ბი ეს" სკოლამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არა უმეტეს 12 თვის ვადით და დასაქმების მიზნით. თქვენი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია