Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BSG-METAL
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
კომპანია "BSG METAL" აცხადებს ვაკანსიას თბილისში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BSG-METAL" დაფუძნდა 2023 წელს და მცირე დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე სანდო და წარმატებული სახელის დამკვიდრება. ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, თანამედროვე სტანდარტებითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bsgmetal.ge/about/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის მათი აღმოფხვრისათვის იდეების წარდგენა;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N39

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: o.obgroupgogiberishvili@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე