Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: Sixt
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
«Sixt» არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომლიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: http://www.sixt.com

«Sixt» ეძებს მოტივირებულ,
ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს ტექნიკური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ხელფასი: 1200-1500 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** მივლინებებისთვის მზადყოფნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და კონტროლი მენეჯერთან ერთად
** რეგულარული სერვესების ჩატარება
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლება მომხმარებლისთვის
** ავტო სერვისებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე customerservice@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - ტექნიკური მენეჯერის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე