Робота для біженців з України
უფროსი სპეციალისტი - შესყიდვები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი - შესყიდვები
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (შესყიდვები) პოზიციაზე.

კატეგორია: ადმინისტრაციული დეპარტამენტი
თანამდებობრივი სარგო: დარიცხული 2400 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

კატეგორია: ადმინისტრაციული დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერის გამოცხადება;
** სატენდერო/საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
** ტენდერების დასრულების შემდეგ შესაბამისი ოქმების და წერილების მომზადება;
** ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების სისტემაში ატვირთვა;
** ატვირთული ხელშეკრულების შესაბამისი აქტების ატვირთვა;
** გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა - შეთანხმების მომზადება და სისტემაში დარეგისტრირება;
** ბაზრის კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალების შესრულება.
** შესყიდვის მონაწილე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრი);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე".
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული "შავი სიის წარმოების წესი და პირობები";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით დამტკიცებული "სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილება "ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით";
** საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი";
** საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის №1805 განკარგულება "საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ";
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ".

კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
** ორგანიზაციული სტრუქტურის და პროცესების ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენების უნარი;
** საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარი;

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება უფროსი სპეციალისტი (შესყიდვები). რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე