|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
Lav Avto
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
ჩვენი კომპანია "Lav Avto" დაკავებულია საავტომობილო ზეთების რეალიზაციით.
გვესაჭიროება თანამშრომელი დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო მოიცავს თბილისს გარეთ კლიენტების მოძიებას და საქონლის გაყიდვა-მიწოდებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ქსელის შექმნაზე და გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება;
** გაყიდული პროდუქციისა და ახალი ობიექტების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
** ავტომობილის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (შესაძლებელია გამოსაცდელ ვადაში გამოცდის ჩაბარება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გზების და ავტომობილის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერის/პლანშეტის გამოყენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი მაღალ დონეზე.
** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი;
** მისამართი: თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 4
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: lavavtotbilisi@gmail.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|