"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა/ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)
დასაქმების პერიოდი: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** სტრუქტურული/ორგანიზაციული ცვლილებების მართვის პროცესში მხარდაჭერა
** შრომითი ურთიერთობების მართვის პროცესში მხარდაჭერა.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Word ცოდნა
** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ:
** HR ადმინისტრირების მიმართულების ღირებული პრაქტიკული გამოცდილება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|