Робота для біженців з України
სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რას გთავაზობთ:

** "პეპსიკოს" პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
** ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრირების მიმართულებით ღირებული გამოცდილების მიღება
** ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00-18:00 სთ
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 12 თვე
** ანაზღაურება: 900 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

რა ამოცანებია შესასრულებელი:

** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა (აყვანა, პირადი საქმეების მართვა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა
** ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის ანალიტიკა/რეპორტინგში დახმარება

ვის ვეძებთ:

** ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** პრაქტიკა HR სფეროში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, დოკუმენტაციის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე