Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699432&print=yes&view=jobs
 
ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: სოფლის განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ოფისი ქ. ახალციხეში).
ანაზღაურება: 1880 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩეული ობიექტების მონიტორინგი.
** შერჩეული ობიექტების მონიტორინგზე გასვლამდე, მათ შესახებ წინასწარი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი.
** ადგილზე ვიზიტისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება მონიტორინგის აქტში.
** ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
** განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** დროის სწორად მართვის უნარი.
** კომუნიკაციის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის უნარი.
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "მონიტორინგის სპეციალისტი - ახალციხე". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია