Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699420&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - კაჭრეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ამბასადორი კაჭრეთში
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - შპს "ამბასადორი კაჭრეთში" აცხადებს ვაკანსიას კაჭრეთში არსებულ სასტუმროში მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კაჭრეთი, შპს "ამბასადორი კაჭრეთში"
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან მიმტანს ჩვენს გუნდში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლებით
დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება;
** შეკვეთის მიღება და მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა
** გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** სარესტორნო პროგრამა მაიკროსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 - 1500 ლარი გამოცდილებიდან გამომდინარე;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** სასტუმრო უზრუნველყოფს კვებას, საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას.
** სასტუმროთა ქსელში არსებულ სასტუმროსა და სარესტორნო მომსახურებაზე 30%-50% ფასდაკლება;
** ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, განვითარების და წინსვლის პერსპექტივით.
** მის: გურჯაანი, კაჭრეთი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com.

ტელ: 577679091

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია