|
დასახელება:
ფინანსური მონიტორინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: კახეთი, პატარძეულის ღვინის ქარხანა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების იდენტიფიცირება;
** ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი, ანალიზი და შესაძლო დარღვევების პრევენცია;
** შესყიდვების პროცესის კონტროლი და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
** შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა და გაუმჯობესება;
** ფინანსურ და საოპერაციო მონაცემებზე პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური უსაფრთხოების, ფინანსური მონიტორინგის ან შესყიდვების მიმართულებით;
** ფინანსური ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი;
** სასურველია გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა,
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელმისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მონიტორინგი".
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
|
|
|
|