|
დასახელება:
პროგრამა EU-link ქართული SME-ების მხარდასაჭერად
|
| მომწოდებელი:
გაეროს განვითარების პროგრამა
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
699390_EU_Link_Programme___02_2026_7726305.zip
|
პროგრამა "EU-link" ქართული SME-ების მხარდასაჭერად
მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდასაჭერად იწყება ახალი პროგრამა "EU-link", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების დაკავშირებას პოტენციურ მყიდველებთან, პარტნიორებთან და/ან ინვესტორებთან ევროკავშირის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, SME-ები მიიღებენ მხარდაჭერას მათთვის სასურველი დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად ევროკავშირში.
აღნიშნული კონსულტანტები დაეხმარებიან ბენეფიციარებს:
** პროდუქცია ან/და მომსახურება შესთავაზონ ახალ სამომხმარებლო ბაზრებს ევროკავშირში;
** მოიძიონ უცხოელი პარტნიორები;
** მიიღონ სასურველი ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ქვეყნების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია ტენდენციების, მარკეტინგული შესაძლებლობების, სამართლებრივი და კულტურული ბარიერების შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურისის ფარგლებში შეირჩევა 5-15 ბენეფიციარი SME.
თანადაფინანსების მოცულობა - საკონსულტაციო მომსახურების სრული ღირებულების 70%, თუმცა არაუმეტეს $3, 500 ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის დეტალური აღწერა მოცემულია თანდართული პრეზენტაციის სახით.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/Xms79qndhvqGVRGN7
განაცხადების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.
პირველი განხილვის რაუნდი მოიცავს 2026 წლის 5 აპრილის ჩათვლით მიღებულ განაცხადებს. მეორე განხილვის რაუნდი მოიცავს 2026 წლის 6 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით მიღებულ განაცხადებს.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ.
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ქრისტინე მეფარიშვილი kristine.meparishvili@undp.org, +995 511 137 134
|
|
|
|